თეგებით ძიება

ვცდილობ მოზარდებში ხელოვნების სიყვარული გავაღვივო - მარინა ურდულაშვილი - ქალბატონი, რომელიც ბავშვებს ხელოვნების დიდებულ სამყაროში ამოგზაურებს

"ჩემი რეგიონის“ ფარგლებში TIA.GE მკითხველს მარინა ურდულაშვილს გააცნობს, რომელსაც, როგორც მომღერალს, საგარეჯოს რაიონში კარგად იცნობენ. მას საკუთარი სტუდია აქვს და ასევე წერს ლექსებს.

"დავიბადე 1971 წლის 5 ივნისს, ვიზრდებოდი მუსიკალურ ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ ხელოვან ადამიანებს...
დედაც მღეროდა და ბებიაც, თუმცა არცერთი არ ყოფილა პროფესიონალი მუსიკოსი. დედა საგარეჯოს ფოლკლორულ ანსამბლში მღეროდა, რომელსაც ბატონი ვანო მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა. მამაც მღეროდა და უკრავდა ფანდურზე. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავბრუნდი ჩემს ქალაქში და აქტიურად ჩავერთე ჩემი ქალაქის შემოქმებით საქმიანობაში.

ვცდილობ მოზარდებში ხელოვნების სიყვარული გავაღვივო - მარინა ურდულაშვილი - ქალბატონი, რომელიც ბავშვებს ხელოვნების დიდებულ სამყაროში ამოგზაურებს


- როდის გადაწყვიტეთ გაგეხსნათ სტუდია „მირელა“ და რომ არა ეს საქმიანობა სად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი?

- გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახლაგაზრდებისთცის გამეზიარებინა. თავდაპირველად მყავდა რამდენიმე მოსწავლე, მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა,სურვილი მუსიკალური განათლების მიღების იმდენად დიდი იყო, გადავწყვიტე დამეარსებინა ჩემი სტუდია.
რომ არ ყოფილიყო მირელა მაინც ამ საქმეში ვიქნებოდი, რამეს მაინც გავაკეთებდი რომ ბავშვებთან კონტაქტი მქონოდა, რადგან ბავშვს როცა რაიმეს ვასწავლი მე ეს ძალიან მახარებს.

გვაქვს მიღწევები თან არაერთი. მაგალითად: რეგიონალურ, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალების კონკურსებისა და პროექტის გამარჯვებულები გახდნენ მათ შორის ყველასთვის ცნობილია 2019, წლის „რანინას“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი რომელიც საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარსდგა. ასევეა პროექტი „ახალი თაობა“ გამარჯვებული ჩემი მოსწავლე ნანუკი სამბელაშვილი გახდა. ასევე იქს ფაქტორში გასული გიორგი ლაფაჩიშვილი



- თქვენი წარმატების ფორმულა?

წარმატება ეს არის დაუღალავი შრომა, რეჟიმი და უდიდესი პასუხისმგებლობა საყვარელი საქმისადმი.

- ვიცით სიმღერასთან ერთად წერთ ლექსებს როდის დაიწყეთ ლექსების წერა და რა სახის ლექსებს სწერთ?

- ლექსების წერა საკმაოდ პატარა ასაკში დავიწყე 16 წლის ვიყავი როცა პირველი ლექსი დავწერე ეს ის ასაკია როცა ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც ყველაფერი შენთვის ლამაზი და ფერადია... 100-ზე მეტი ლექსი მაქვს დაწერილი.

- როგორ იწყება თქვენი დილა?
ჩემი დილა ფინჯანი ყავით იწყება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ჩემი ყვავილები აყვავდება დილით სანამ წავალ მათ მოვეფერები, მოვუვლი, მოვრწყავ . მათ ჩემს გარდენიას ვეძახი, შემდეგ მივდივარ ჩემს მეორე სახლში, მირელაში სადაც ვრეპეტიციობთ და საღამოს უკვე მოდის მუზა და ვწერ ლექსებს.



- რა ფასი აქვს თქვენთვის დროს?

- დრო ჩემთვის ცხოვრების სამკაულია და რადგან სამკაული ფასეულობსთანაა კავშირში, ჩემთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. დრო არის მუდმივი რიტმიკა, რომელიც არ გვაძლევს გაჩერების და მოდუნების საშუალებას. მუდმივი შრომა კი წარმატების საწინდარია. ხშირად ვუყურებ საათს, რადგან დღეში უამრავი გაკვეთილის ჩატარება მიწევს და დროსთან მუდმივ კავშირში ვარ. ვასწრებ ყველაფერს და მგონია ამას ჩემი შედეგებიც ამტკიცებს.

- რამდენად ხშირად ხართ ჩართული რეგიონის აქტვივობებში?

ყველა კულტურულ ღონისძიებაში ვმონაწილეობ რაც კი რეგიონში ხორციელდება. ვცდილობ მოზარდებში ხელოვნების სიყვარული გავაღვივო, რაც მათი უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება. მინდა უამრავი მოზარდი ვაზიარო ხელოვნების გასაოცარ სამყაროს.

- რას აპირებთ მომავალში?

ჩემი ოცნება იყო ჩემი ლექსები და ჩანახატები გამეერთიანებინა და წიგნი გამომეცა. დადგა ეს დღეც და ავიხდენe ოცნება.

ესაუბრა მიხეილ ჭიაბერაშვილი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა