თეგებით ძიება

ნიკა მელიას ადვოკატი "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და ივანე გულაშვილის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანას მოითხოვს

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს, სადაც ენმ-ს თავმჯდომარის უფლებადამცველმა მოსამართლეს 3 შუამდგომლობით მიმართა.

დაცვის მხარე "ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და ივანე გულაშვილის დასაკითხ პირთა სიაში შეყვანას მოითხოვს. ასევე ნიკა მელიას უფლებადამცველი მოითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად სასამართლომ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა "ღამის კურიერის", იმ გადაცემის განხილვას ითხოვს, სადაც სტუმრად ირაკლი კობახიძე იყო მოწვეული. მათი თქმით, ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ გეგმავდნენ ნიკა მელიას დაპატიმრებას, ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროცესი დაწყებული არ იყო.

მეორე მტკიცებულებაა - 2020 წლის 21 მარტს, "მთავარ" არხზე - ნაჩვენები გასული სიუჟეტია, სადაც შსს ყოფილი თანამშრომლის ინტერვიუ გავიდა, სადაც ის ჰყვება, რომ შს მინისტრის მოადგილემ გასცა ბრძანება განადგურებულიყო 20 ივნისის ვიდეო ჩანაწერები.

დაცვის მხარის განმარტებით, 20 ივნისის საქმეზე მტკიცებულებების განადგურება მოხდა, რადგან დაცვის მხარეს არ მტკიცებულებები არ ჰქონოდა.

ასევე, სასამართლო პროცესზე პროკურორმა და მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საამართლო პროცესის სხვა მედიასაშუალებებით ტრანსლაციაზე არ დააკმაყოფილა.

მათი განცხადებით, ამის საჭიროება არ არის. სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით ტრანსლაციის უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა