დაკავებული დავით კოდუა თავს დამნაშავედ არ ცნობს
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
სავარაუდოდ, დღესვე, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
კოდუას ინტერესების დამცველის ინფორმაციით, კოდუა თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ბრალი აბსურდულია.
"შესაძლებელია პროკურატურამ საერთოდ უარი თქვას ბრალის წარდგენაზე მტკიცებულებების არარსებობის გამო. თუ მოხდება ბრალის წარდგენა, დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლო მის მიმართ არ გამოიყენებს არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიებას. ამის არც ფორმალური და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ორჯერ შევხვდი დავითს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მითხრა რომ არანაირი დაბნაშაული არ ჩაუდენია, ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. იყო შვილთან და მეუღლესთან სიტყვიერ დაპირისპირება, ამას მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, დაზარალებულებიც ადასტურებენ,"-აცხადებს დავით კოდუას ადვოკატი მუხრან ღურწკაია.