პროკურორი ია დარჯანია: დარწმუნებული ვარ ჯარშიც არ ყოფილხართ
საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელიაც ესწრება, მასსა და საქმის პროკურორს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
"დევნილი ვარ აფხაზეთიდან, ომში ვარ ნამყოფი, დარწმუნებული ვარ ჯარშიც არ ყოფილხართ" - მიმართა პროკურორმა ია დარჯანიამ ნიკა მელიას.
"ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ თუ შოთაძე?" - უპასუხა პროკურორს ნიკა მელიამ, რაზეც ადრესატმა განუცხადა, რომ:
"როცა საქმე ჩემი ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგება თქვენთან ვარ, მაგრამ ახლა საქმე ეხება შტურმს პარლამენტზე" - აღნიშნა პროკურორმა ია დარჯანიამ.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.