თეგებით ძიება

მადლობა ყველა გულშემატკივარს, მოსამართლეს და პროკურორს - თქვენ მე მაძლიერებთ და ბრძოლის ჟინს მიასკეცებთ - მელიას ემოციური მიმართვა სასამართლო პროცესზე

ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას გულშემატკივრებს, მოსამართლესა და პროკურორს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ასეთი მოსამართლეები, როგორიც ნინო ჩახნაშვილია და ისეთი პროკურორები, როგორიც ამირან გულუაშვილია, მისი ბრძოლის ჟინს ზრდის:

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეგობარს, კოლეგას, გულშემატკივარს, ვინც დარბაზშია, მხარს მიჭერს და ვინც დარბაზს გარეთაა ან თვალყურს გვადევნებს ტელევიზიის საშუალებით. თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ (მოსამართლეს, პროკურორს) იმსათვის, რომ არსებობთ, მართლა, ხუმრობის გარეშე... ენერგიას მაძლევთ და ბრძოლის ჟინს მიასკეცებთ, ენთუზიაზმს მმატებთ, მოტივაცია მეზრდება, როდესაც ვიცი, რომ თქვენ არსებობთ, მადლობას გიხდით ცინიზმის გარეშე" - მიმართა მელიამ როგორც მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებს, ისე მოსამართლესა და პროკურორს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა