მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროცესზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ თუ კობახიძეს არ დაკითხავდა, ეს მის კარიერას დააზიანებდა, რადგან ირაკლი კობახიძემ თავად აღიარა, რომ სასამართლოს გადაწყვტილებამდე იცოდნენ მმართველი გუნდის წევრებმა, რა განაჩენი იქნებოდა გამოტანილი.
ჩახნაშვილმა მხოლოდ ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკიტხვას ეხებოდა. ეს სწორედ ის პირია, რომელმაც ჟურნალისტთან აღიარა, რომ 20 ივნისის ღამის ვიდეო ჩანაწერები ხელმძღვანელობის დავალებით გაანადგურა. აღნიშნული ჩანაწერები საქმეში საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები უნდა ყოფილიყო.