მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება, ჩახნაშვილს არ აინტერესებს საქმეში მტკიცებულებები - მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკამყოფილა. მისი თქმით, ჩახნაშვილს არ აინტერესებს საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რადგან მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება:
"სასამართლოს არ აინტერესებს უმნიშვნელოვანესი გარემოებები. თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არც პროკურატურას და არც სასამართლკოს არ აინტერსებს რეალურად საქმეში მტკიცებულებები. ეს არის დაადგმული სპექტაკლი, აქ მტკიცებულებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების დართვაზე, არ აინტერსებს მოხდა თუ არა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების წაშლა, არ აინტერსებს არიან თუ არა პოლიტიკური ხელმძღვანელები ჩართული, გამოყენებულია თუ არა პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის. ნიკა მელიამ ძალიან ნიშანდობლივად გააკეთა განცხადება, რომ ლაკონურად უნდა გავიაროთ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ცდილობენ შექმნან ანტურაჟი, რომ სასამართლო იმართება, თითქოს კანონის საფუძველზე აყენებენ შუამდგომლობებს, იღებენ გადაწყვეტილებებს. მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება. ამ ყველაფერს რომ ვაცხადებს, მოსამართლე ღიზიანდება. ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ ჩახნაშვილმა გამოაცხადა, რომ მას არ აინტერესებს საქმეში მტკიცებულებები" - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.