ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო სასამართლოს შენობაში, რადგან დაკავებულების ახლობლებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა დარბაზის სიმცირის გამო არ მიეცათ.