თეგებით ძიება

ოკუპირებულ გალში მცხოვრებმა ქალბატონმა გარდაცვლილი ვერ დაიტირა

ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ქალბატონს დაეღუპა ახალგაზრდა ნათესავი. მივიდა ე.წ. საზღვართან და მესაზღვრეებს აუხსნა თავისი ტრაგედიის შესახებ. ბევრი ეხვეწა, ემუდარა. გაითვალისწინეს ამ ქალბატონის პრობლემები და გაატარეს “საზღვარზე”.

კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს ქართველმა პოლიციელებმა და კარანტინში გადაყვანა მოსთხოვეს “კიდევ ერთ ნაბიჯს თუ გადმოდგავთ უკვე კარანტინი გიწევთო” ამათაც ეხვეწა, აუხსნა ყველაფერი მაგრამ მაინც უარი უთხრეს.

დაბრუნდე ეს ქალბატონი ოკუპირებულ გალში(სხვა გზა არ ჰქონდა, 5 დღე სასტუმროში რომ დარჩენილიყო გარდაცვლილს დაკრძალავდნენ)
მეორე დღეს შავი გზით სცადა გადასვლა და რუსმა მესაზღვრეებმა დაიჭირეს. ორმაგი გადაახდევინეს, იმიტომ, რომ მისი გადასვლა წინა დღეს ფიქსირდებოდა.
“ერთხელ გაგატარეთ და ახლა ყოველდღე უნდა გადაიპაროთო”

ვერ დაიტირა ნათესავი. ვერ გააცილა ბოლო გზაზე და ვის გამო?!

წერს გელა ხასაია თავის ფეისბუქ გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა