თეგებით ძიება

მარგანეცით დაბინძურებული ჭიათურა

დიდი ხნია ვაკვირდები ეკოლოგიური პრობლემების წინაშე მდგარ ჩემს „შავი ოქროს ქალაქს“... ყოველთვის მინდოდა ჩემი სათქმელი ფართო აუდიტორიამდე მიმეტანა, რადგანაც ის პრობლემები, რომელიც ქალაქ ჭიათურას აწუხებს, თითქოს ყოველდღიურობადაა ქცეული, მაგრამ ფაქტია რომ დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს მოსახლეობას.

დაბინძურებული ჰაერი, მდინარე, გაშავებული და დამტვერიანებული ქალაქი, აი ესაა დღევანდელი ჭიათურის რეალობა.

განსაკუთრებით მწვავე პრობლემა, სასმელი წყალია, რომელიც იმდენად დაბინძურებულის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია.

სიტუაცია სწორედ მაშინ გამწვავდა, როდესაც საწარმოო ნარჩენების მდინარეში ჩაშვება დაიწყეს. ფაქტია ის რომ სასმელი წყალი ჯანმრთელობსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

მარგანეცით დაბინძურებული ჭიათურა


არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს მარგანეცის მოპოვების წესების დაუცველობის შედეგად დაბინძურებული ჰაერის, შავი ფენა, რომელიც ადვილად შეიმჩნევა ქალაქის ქუჩებსა თუ შენობებზე.

არაერთი მოთხოვნა იყო იმისა, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად, გაეტარებინათ შესაბამისი ღონისძიებები, პასუხად კი ყოველთვის იმას ვიღებდით, რომ მმართველ სტრუქტურას გაცნობიერებული აქვს მოსალოდნელი საფრთხე და მის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმაც აქვთ შემუშავებული...

დღესდღეობით ქალაქში ისევ ვხვდებით წესების დაუცველობით მოქმედ ღია კარიერებსა და მარგანეცით სავსე მანქანების გადაადგილების შედეგად მტვრით სავსე ქუჩებს.

ავტორი: მირანდა ჩინძალაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა