არაფერი მომხდარა... ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც დაფინანსება შევუწყვიტე - რას პასუხობს ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას
რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი მეუღლე, ასევე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას სამარცხვინოს უწოდებს.
"ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, გადაცემა „ფარულ კონვერტში“, ნინუცა მაყაშვილმა ოჯახის დანგრევის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, როცა ყოფილი მეუღლე მასზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში.
TIA.GE კომენტარისთვის ძალადობაში დადანაშაულებულ მსახიობ ბესო ზანგურს დაუკავშირდა, რას უპასუხებდა მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას:
"სამარცხვინოა! ვემიჯნები ძალადობას", - აცხადებს ბესო ზანგური TIA.GE-სთან.
- მისი განცხადების შემდეგ, ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა რუსთაველის თეატრმა, სადაც ვინაობის დასახელების გარეშე, წერია, რომ ისინი გმობენ ძალადობას. კომენტარებში მოსახლეობა უწერს, რომ ისინი აშფოთებულები არიან ნინუცა მაყაშვილის ნაამბობით და თაეტრიდან თქვენს გათავისუფლებას ითხოვენ...
- დიახ ძალადობაა რაც ხდება ჩემი ოჯახის მიმართ. კერძოდ, ბულინგი, "რუსთავი 2"-ის შემოვარდნა, მუქარა. ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, როდესაც დაფინანსება შევუწყვიტე. მოსახლეობამ არ მიმიღო მოსახლეობამ ქრისტეც აცვა ჯვარს.
- რამდენი ხანია რაც შეუწყვიტეთ დაფინანასება? და თუ სიცრუეა მისი ბრალდებები, რას აპირებთ, როგორ დაიცავთ საკუთარ სიმართლეს?
- სიმართლეს არ სჭირდება დაცვა, სიმართლე სახეზეა. მყავს ოჯახი, რომელიც გაოგნებულოა მსგავსი განცხადებით!
- თუმცა, თქვენ საზოგადოების ნაწილი ხართ, რომელსაც აინტერესებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
- სინამდვილეში არაფერი მოხდა. მას არ ადარდებდა ეს ყოველივე, როდესაც ყოველ თვე ფულს მართმევდა????? ასეა ჩემო კარგებო, ძალიან დაუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა, ძალიან...
- გაჟღერებული ბრალდების შემდეგ, სამართლებრივად თუ აპირებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას...
- არა. სამართლებლივად როგორ? ჩემს შვილს რა ვუთხრა მერე წლების მერე... საინტერესო კაცია მათი მამა, მხატვარი კოკა ცხვედიანი... ზუსტად იგივე მეორდება ჩემს თავსაც... ახლა მესმის მისი, რატომ არ მისცა შვილებს გვარი!
- შვილთან გაქვთ კონტაქტი?
- დიახ, სულ და მუდამ.
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი მსახიობ ბესო ზანგურს, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.