არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი განცხადებას ავრცელებს
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ "11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა".
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2025 წლის 11 იანვარს თბილისსა და ბათუმში პოლიციამ 10-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავა.
„მათი ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულები ადვოკატებთან კომუნიკაციისას უთითებენ პოლიციელთა მხრიდან ძალის მიზანმიმართულ უკანონო გამოყენებაზე. ამ კუთხით ადგილი ჰქონდა არა მარტო ძალის გადამეტებას დაკავების პროცესში და შემდეგ, არამედ არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ძალადობაში. გასული ღამის განმავლობაში ადვოკატები ცდილობდნენ დაკავებულებთან შეხვედრასა და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას”, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: