თეგებით ძიება

ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა 2-3 თვის თემაა - ირაკლი ოქრუაშვილი

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ვარაუდით, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხის გადაწყვეტა 2-3 თვის თემაა.

"ნიკა მელიას საკითხი უნდა იყოს გადაწყვეტილი. მიმაჩნია, რომ ეს არის მაქსიმუმ 2-3 თვის თემა, თვითონვე მოუწევთ. მოსამართლეს დღესაც შეეძლო ეთქვა, შეექმნა დამოუკიდებლობის იმიტაცია და ეთქვა, რომ მე არ მიმაჩნია მისი პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად და აღარ არის ამის აუცილებლობა, ისე როგორც პროკურორს შეეძლო ეთქვა, რომ გავიდა ის ორთვიანი ვადა და ამიტომ გამოვუშვათ... მთელი ამ ორი თვის განმავლობაში რასაც ამტკიცებდნენ, რომ შეეძლო ნიკა მელიას დამატებით გირაოს გადახდა, დღეს აღმოჩნდა, რომ ყოფილა ტყუილი", - აცხადებს ოქრუაშვილი "მთავარი არხის" ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა