თეგებით ძიება

"5 ათასი ლარის გამო მოგონილი ტყუილი" - ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებზე

მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მასზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა, სიცრუეს და "5 ათასი ლარის გამო მოგონილ ტყუილად" აფასებს.

"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები.

მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც მყავს მეუღლე, არცერთი ასეთ რამეს არც იგონებს, არც ადასტურებს" - ამბობს "რუსთავი2"-თან ბესო ზანგური.

გადაცემა “ფარულ კონვერტში” ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო. მასზე მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც. ნინუცა მაყაშვილის თქმით, სწორედ ოჯახური ძალადობა გახდა წყვილის განქორწინების მიზეზი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა