თეგებით ძიება

თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია - ამ პრინციპების დაცვით და გაძლიერებით მიიღწევა ძლიერი სახელმწიფო - გაგა ქურდაძე

გაგა ქურდაძე ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მიუხედავად ამისა იგი დაკავებულია სამოქალაქო აქტივიზმით, ჩართულია სხვადასხვა პროექტებში. ცდილობს განვითარდეს და საზოგადოების წინსვლას შეუწყოს ხელი.

სწორედ ამისათვის, მან დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია “უკეთესი მომავლისთვის”.

"ორგანიზაცია არ იფუნქციონირებს მხოლოდ ერთი მიმართულებით, ჩვენი საქმიანობა იქნება მრავალმხრივი, საინტერესო და რაც მთავარია, საზოგადოებისათვის უკეთესი ცვლილებების მომტანი.” - ამბობს გაგა ქურდაძე TIA.GE-სთან ინტერვიუში.

- რატომ გაგიჩნდათ იდეა, დაგეარსებინათ ორგანიზაცია “უკეთესი მომავლისთვის”?

- ორგანიზაციის დაფუძნება იმ პრობლემათა ციკლმა გამოიწვია, რომელიც ასე მრავლადაა ჩვენს გარშემო. ამ ორგანიზაციის საშუალებით საზოგადოების თითქმის ყველა წევრს და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას, ეძლევა საშუალება აქტიურად ჩაერთოს ქვეყანის შიგნით მიმდინარე პროცესებში, საკუთარი მოსაზრება დააფიქსიროს და ხელი შეუწყოს პროგრესს.

- არასამთავრობო ორგანიზაცია შექმენით ახალგაზრდებმა… აქვე ჩნდება კითხვა, გაქვთ თუ არა რაიმე სახის დაფინანსება?

- ჯერ-ჯერობით ჩვენი ორგანიზაცია ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის და მხოლოდ ჩვენი რესურსებით, ძალებით, მოხალისეობრივად ვსაქმიანობთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რეგისტრაციას და საგრანტო პროექტების განხორციელებასაც. ამ დროიდან ორგანიზაცია გამოვა ფართო მოღვაწეობის ასპარეზზე და კიდევ უფრო მეტად ჩაერთვება "უკეთესი მომავლის” შენებაში.

- რთული იყო ასეთ პატარა ასაკში ორგანიზაციის დაარესება და პასუხისმგებლობის აღება?

- რთული იმდენად არა, რამდენადაც საპასუხისმგებლო, თუმცა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი და შემართებით მივუდექი საქმიანობას.

- როგორი იყო ოჯახის დამოკიდებულება თქვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

- საბედნიეროდ, ოჯახის მხრიდან მქონდა დიდი მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო მაძლიერებდა და უფრო დიდი საქმეების კეთებისკენ მიბიძგებდა.

- რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?

- ჩემი ინსპირაციის წყარო იყო უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის სურვილი.

თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია - ამ პრინციპების დაცვით და გაძლიერებით მიიღწევა ძლიერი სახელმწიფო  - გაგა ქურდაძე


- რა არის ორგანიზაციის მთავარი პრინციპები?

- ორგანიზაცია სამ მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული - თავისუფლება, თანასწორობა, დემოკრატია. ჩემი და ორგანიზაციის წევრების აზრით, ამ პრინციპების დაცვით და გაძლიერებით მიიღწევა ძლიერი სახელმწიფო.

- რას აძლევს ეს ორგანიზაცია ახალგაზრდებს და იმ მოხალისეებს რომლებიც ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში არიან ჩართულნი?

- ჩვენი ორგანიზაცია თითოეულ წევრსა და მოხალისეს ეხმარება ცხოვრების აქტიურად წარმართვაში, აძლევს მათ უდიდეს ცოდნას და გამოცდილებას, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.

- რა მიმართულებით იმუშავებს ორგანიზაცია და რა როლი აკისრია მას დღევანდელ პოლიტიკასთან მიმართებაში?

- ორგანიზაცია არ იფუნქციონირებს მხოლოდ ერთი მიმართულებით. ჩვენი საქმიანობა იქნება მრავალმხრივი და საინტერესო და რაც მთავარია, საზოგადოებისათვის უკეთესი ცვლილებების მომტანი.

ორგანიზაცია აქტიური მოღვაწეობის გაგრძელებას გეგმავს. წევრების ჩართულობით გვსურს განვახორციელოთ უამრავი საგანმანათლებლო, კულტურული, გარემოსდაცვითი, საქველმოქმედო და სხვა სახის კრეატიული პროექტები. მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს სკოლებში მოზარდთა ინფორმირებას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ამ ფორმით ხელს ვუწყობთ მომავალ თაობებში ცნობიერების ამაღლებას. ორგანიზაცია, ,,უკეთესი მომავლისთვის” ასევე გეგმავს ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებთან მუშაობას და მათი ჩართულობის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ესაუბრა: ანი გულბათაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა