ბიძინას ედემის ბაღი... პარლამენტის ნაცვლათ 4 პარტიანი "დუმა" - როგორ აფასებს გია ხუხაშვილი გახარიას გუნდის წევრების მიერ "ქართული ოცნების" დატოვებას
ექსპერტი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიას გუნდის წევრების, "ქართული ოცნების" 6 დეპუტატის მიერ პარტიის დატოვებას ეხმაურება:
"ცოტა ხანში პარლამენტის ნაცვლათ 4 პარტიანი "დუმა" გვექნება დომინანტი პარტიით, ულტრა-კონსერვატული და მემარცხენე პარტიებით და პარტიით, რომელსაც კობახიძე-ღარიბაშვილი ეჯავრება, მაგრამ ბიძინა ძალიანაც უყვარს...
ასე გამოიყურება სუვერენული დემოკრატია...
#ბიძინასედემისბაღი", - წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.
„გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.