გახარიას გუნდმა მმართველი პარტია დატოვა - "ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და გადავდივართ ახალ ეტაპზე"
საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრი პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.
გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.
"ჩვენ ვართ გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები - ეს სიახლე არავისთვისაა. თუმცა, ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად აერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეპატზე, შესაბამისად, ვტოვებთ ქართულ ოცნებას და პარლამენტსი საქმიანობას გავაგრძელებთ, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები"
ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.