ხობში ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა - 23 წლის ბიჭს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება
ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისში 23 წლის მამაკაცი დაჭრეს, რომელსაც ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
მეზობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარმა ბაბუამ გულ-მკერდის არეში დაჭრა.
ექიმების ცნობით, დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.