სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში - ახალგაზრდა კაცს სასტიკად გაუსწორდნენ
სისხლიანი დაპირისპირება თბილისის ცენტრში. ევროპის მოედანზე, ერთ-ერთ კაფეში, ახალგაზრდა მამაკაცი სცემეს და შემთხვევის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
კადრებში, რომელიც ადგილზე "ტვ.პირველმა" გადაიღო, ჩანს, რომ ძალადობაში ახალგაზრდების ჯგუფი მონაწილეობდა.
ნაცემი ახალგაზრდა ბარიდან სწორედ მოძალადეებმა გაიყვანეს.