თეგებით ძიება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქტივისტ გიორგი მუმლაძის დაკავებაზე გამოძიება დაიწყო.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება 2021 წლის 14 აპრილს, პარტია ,,ქართული ოცნების\'\' ცენტრალურ ოფისთან შეკრების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილე გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა