თეგებით ძიება

"გამყიდველს არ უნდა შერჩეს ერის გაყიდვა...მანქურთებო, გრცხვენოდეთ!.." - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი (კვარაცხელია) "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში თავის მოსაზრებას წერს:

"გამყიდველს არ უნდა შერჩეს ერის გაყიდვა...
ეს არის ყველაზე აპოლიტიკური, ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ეროვნული აქცია, რასაც ყველა ჯანსაღი და ნორმალური ადამიანი უნდა შეუერთდეს...
ეს ღალატზე, გაყიდვაზე, გასხვისებაზე მეტია...
დღეს კიდევ არ ჩანს, გავა დრო და მეტად გამოჩნდება... საკუთარ მიწას ვერ შეეხები, იმიტომ, რომ გაყიდულია...
არც ორაზროვანი საუბრების დრო აღარ არის...
მიწა გაიყიდა და მორჩა...
მონობის უღელი შეიძლება თანამდებობისთვის გაგიჟებულს დაადგან, მაგრამ ერს ვერ დაადგამენ...
ეს პროტესტი არის ლეგიტიმური... პროტესტი გამარჯვებამდე...
რა სინდისით გაასხვისეს თურქებზე...
ტაოში ჩვენი წმინდა სალოცავები საპირფარეშოდ აქციეს...
მანქურთებო, გრცხვენოდეთ!..", - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა