ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის.
ახალგაზრდა სპეციალისტის სახელს ქალთა ფეხბურთის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფა-ს 2020/21 წლის სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.
ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.