თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას საქმეზე პროცესი იწყება
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე პროცესი იწყება. ბრალდებულია სამი პირი - სამივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.
შემთხვევა თებერვლის ბოლოს წყნეთის ქუჩაზე მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.
სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.