თეგებით ძიება
15. 04. 2021 სპორტი

იაპონიაში ოლიმპიადის გაუქმებას არ გამორიცხავენ

იაპონიის მმართველი „ლიბერალ დემოკრატიული პარტიის“ გენერალურმა მდივანი, ტოშიჰირო ნიკაი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებას არ გამორიცხავს, თუკი ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება.

„თითოეულ ეტაპზე სიტუაციის ანალიზი უნდა გავაკეთოთ. თუ რაღაც მომენტში ეს შეუძლებლად მიგვაჩნია, უბრალოდ მკაფიო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ტოშიჰირო ნიკაიმ.

ჟურნალისტების კითხვას, განიხილება თუ არა ოლიმპიური თამაშების გაუქმება, იაპონიის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა უპასუხა:

"რა თქმა უნდა. თუკი ოლიმპიადის ჩატარება შეუძლებელი იქნება, ის უნდა გაუქმდეს".

მისი თქმით, ოლიმპიადის მასპინძლობა იაპონიისთვის დიდი შანსია და მისი წარმატებულად ჩატარებისთვის ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა