თეგებით ძიება

არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს მიზანმიმართული დამოკიდებულებაა სახელმწიფოს მხრიდან დავით კოდუასა მიმართ - ადვოკატი

მეუღლესა და შვილზე ძალადობაში ბრალდებული დავით კოდუას ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. ინტერესების დამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც კოდუას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიება ბიზნესმენს ოჯახის რამდენიმე წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კოდუას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"არანაირ მუქარას, შანტაჟს, ძალადობას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, თავს არ ვცნობთ დაზარალებულად და ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ ძალადობას. ჩვენ გვაქვს იმედი სააპელაციო სასამართლოსი და არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს არის მიზანმიმართული დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან დავით კოდუასა და მისი ოჯახის წევრების მიმართ," - აღნიშნა დავით კოდუას ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა