თეგებით ძიება

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდის დედა გაათავისუფლეს

14 წელს მიუღწეველი გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული დედა გაათავისუფლეს.

45 წლის ქალი, რომელსაც გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება, 5000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიების ინფორმაციით, მოძალადე კაცი მსხვერპლი გოგონას დედის მეგობარი იყო.

„ვერ გადავიხდი, მე ვარ პენსიონერი 250 ლარი მაქვს, პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ. როგორ გადავიხადო? რომელ დედას უნდა შვილისთვის ცუდი? ბავშვმა დამიმალა მომხდარი“, - განაცხადა მსხვერპლის დედა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა