თეგებით ძიება

უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალსა და შუბლის არეში - აქტივისტი პოლიციის მაღალჩინოსანს ამხელს

სამოქალაქო აქტივისტი დავით კაპანაძე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერი აქციის დროს დაკავებისას უფროსმა ლეიტენანტმა თვალსა და შუბლის არეში ხელბორკილი ჩაარტყა.

კაპანაძის განმარტებით, მოძალადე პლიციელის ვინაობა არ იცის, თუმცა, მისი ამოცნობა შეუძლია:

"მივედით გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე, რის შემდეგადაც დამაკავეს და პოლიციის მანქანაში ჩამაგდეს ძალის გამოყენებით, შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა, უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში. სახეზე მახსოვს, არის უფროსი ლეიტენანტი, კამერებშიც იქნება დაფიქსირებული. სახელი და გვარი არ ვიცი", - აცხადებს დავით კაპანაძე.

შეგახსენებთ, გუშინ მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ ათი აქტივისტი დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა