თეგებით ძიება

ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულების მიმართ გამოტანილი აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით სამივე დაკავებული კვლავ პატიმრობაში დარჩა.

„გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა ვახო სანაიას თანმხლები ყველა პირი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დათვალიერდა ავტომობილში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორის ჩანაწერი. ეს ჩანაწერი ასახავს გარკვეულ მონაკვეთს და ის დაზარალებულის ჩვენებასთან სრულ თანხვედრაშია“, - აცხადებს პროკურორი ხატია ყანდიაშვილი.

ადვოკატ თამარ ხაჩიბაშვილის განცხადებით, საქმეში არსებობს სრულყოფილი ჩანაწერი, რომლის გამოკვლევაც სასამართლოზე მოხდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ობიექტურად შეაფასებს ამ ვიდეოჩანაწერს. ჩვენ პროკურატურის ვერსიას არ ვეთანხმებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სულიკო საყევარაშვილი არ ცნობს თავს დამნაშავედ და ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება“, - ამბობს ადვოკატი.

ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე. 26 თებერვალს სამივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა