თეგებით ძიება

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის საქმეზე მოსამართლემ საქმეზე თვითაცილება მოითხოვა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის ზურაბ საჩიშვილის საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში დასრულდა. დღეს საქმეზე ტექნიკური პროცესი მიმდინარეობდა, დამტკიცდა კითხვარის ის ფორმა, რომლითაც მომდევნო სხდომებისთვის ნაფიც მსაჯულთა სია შედგება.

დღესვე, მოსამართლემ საქმეზე თვითაცილება მოითხოვა. ამის მოთხოვნა ჰქონდა გარდაცვლილის ოჯახსაც. პროკურორის თქმით, მას დაზარალებულის ოჯახმა და მოსამართლის თვითაცილება მოითხოვა. მოსამართლემ დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რომელიც ოჯახს ჰქონდა.

საჩიშვილის ოჯახის ადვოკატები ამბობდნენ, რომ ბრალდებული და მოსამართლე მეზობლები არიან, ეს კი ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს.

ამ გადაწყვეტილებას არ იზიარებს დაცვის მხარე. ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, რომ ნებისმიერი მოსამართლის შემთხვევაში ისინი საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებენ, თუმცა ამ შემთხვევაში დასტურდება ის, რომ პროკურატურა დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"ნამდვილად არ არის აცილების საფუძველი და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ პროკურატურა გადაწვეტილებას ამ საქმეზე იღებს არა იმის მიხედვით, რა აქვს საქმეში მტკიცებულებები და არა იმის მიხედვით, დანაშაული რა კვალიფიკაციით შეიძლება დაკვალიფიცირდეს, არამედ იმის მიხედვით, დაზარალებულს და მის ადვოკატს რა სურს. თუნდაც იმის გამო, რომ ვინმეს უსაფუძვლო ეჭვი არ ჰქონოდა, მოსამართლემ თავი აიცილა და ჩვენ მივესალმებით მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის საფუძველი არ იყო. ის რომ არ ყოფილიყო თანამდებობის პირი, დღეს დარწმუნებით გეტყვით, რომ ეს კვალიფიკაცია არ იქნებოდა,“ - აცხადებს ადვოკატი, გიორგი გაბოძე.

საქმეზე ბრალდებულია თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი, რომელიც ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობა ედება, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა მანქანაში მიაყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა