2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა
2 შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტს დაუბრუნდა.
ევროლიგის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ცსკა“-მ, საბერძნეთის „პანათინაიკოსი“ 93:86 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 27 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
34 შეხვედრის შემდეგ 24 მოგებით მოსკოვის გუნდმა რეგულარული სეზონი სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დაასრულა და მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩა. სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ პლეი-ოფის სერიას შენგელია და მისი თანაგუნდელები 21 აპრილს დაიწყებენ.