„დროა უკრაინა და საქართველო ნატო-ში მიიღონ“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დადგა დრო, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ სამოქმედო გეგმა მიიღოს, რომლის თანახმადაც ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება მოხდება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა unian-ი ავრცელებს.
„ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოსა და უკრაინისთვის დრო დადგა“, - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ასევე, დასძინა, რომ უკრაინას და საქართველოს აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა აქვთ.
ამასთან, ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დონბასის ომის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაა.
ინფორმაციისთვის, დღესვე საქართველოსა და უკრაინის პირველი პირების სატელეფონო საუბარი გაიმართა. შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვიოს.