ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკაში წარმატებას განაპირობებს გუნდური თამაში
"პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი, დეპუტატი ვერ გახდებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.
„თითოეული ჩვენთაგანი, ვინც გუბერნატორები ვიყავით და შემდეგ გავხდით მაჟორიტარი დეპუტატები, ვიყავით საერთო გუნდის დამსახურებით. პოლიტიკაში წარმატებას გუნდური თამაში განაპირობებს. არაგუნდური თამაშით ვერც მე და ვერც ერთი ცალკე აღებული მაჟორიტარი, დეპუტატი ვერ გახდებოდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 აპრილს „ქართული ოცნება“ ექვსმა დეპუტატმა დატოვა.