თეგებით ძიება

AstraZeneca-ს​ ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია - ახალი გარემოებები მეგი ბაქრაძის საქმეში

ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ადვოკატები ახალ გარემოებებზე საუბრობენ. ოჯახის ინტერესებს დამცველების თქმით, საქმის მასალებში არაერთი უზუსტობა აღმოაჩინეს; გამოკითხვის ახალი ოქმებიდან ირკვევა რომ 18 მარტს ვაქცინაცია ახალციხის კლინიკაში ერთი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს დოკუმენტებში ოფიციალურადაა მითითებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება AstraZeneca-ს ამპულაა, საიდანაც მეგი ბაქრაძე აიცრა - ამ ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია.

მეგი ბაქრაძის ოჯახის უფლებადამცველებს, საქმის ყველა მტკიცებულება გადაეცათ, მათ შორის 15 და 18 მარტით დათარიღებული ვაქცინის ამპულები.

როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმეში ფაქტობრივი შეუსაბამობა, თუ 10 ადამიანი აიცრა და თითოეული იცრებოდა 0,5 მილიგრამით, მაშინ 5 მილიგრამი ვაქცინა სრულად უნდა იყოს გახარჯული.

"როგორც ამას აქამდე ადვოკატები ვიძახდით, ამპულაში არის დარჩენილი კონკრეტული დოზა და არაა სრულყოფილად გახარჯული. 10 ადამიანის იმუნიზაციის შემთხვევაში, სრულად უნდა იყოს გახარჯული ამპულა. მეორე გარემოება არის, ვაქცინაციის დრო. ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინაცია მოხდა 11:40 საათზე, რაც დატანილია ამპულაზე, თუმცა შეუსაბამოა მოწმეების ჩვენებასთან, რომლებიც ამბობენ, რომ ვაქცინაცია მოხდა 10:40 საათზე", - თქვა ნინო ამაღლობელმა.

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა და 19 მარტს გარდაიცვალა.

საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა