19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ ვიდეოკონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საკითხს განიხილავენ.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის.
ვიდეოკონფერენციაზე საქართველოში, ინდოეთში, მიანმარში, მოზამბიკში განვითარებულ ბოლო მოვლენებს, ასევე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს განიხილავენ.
გარდა ამისა, ევროკავშირის მინისტრები ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან.