თეგებით ძიება

"პირველივე დღიდან მთელი აქცენტი იყო მღვდლის შვილზე"- ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულის დედა

ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-მ დეკანოზ შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდე დააკავა. როგორც დაკავებულის დედა აცხადებს, მათთვის უცნობია, საიდან მოხდა გიორგი მენაბდის აყვანა.

"სახლში არ იყო, მაგრამ ისიც არ ვიცი საიდან აიყვანეს. ისიც არ ვიცი გიო სად ჰყავთ. სავარაუდოდ რადგან ეკლესია იდევნება და სასულიერო პირების ლანძღვა-გინება მიმდინარეობს ამ იმით. პირველივე დღიდან ლაპარაკი იყო, მთელი აქცენტი იყო მღვდლის შვილზე", - აცხადებს გიორგი მენაბდეს დედა.

გიორგი მენაბდე ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში არასრულწლოვნის განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალით დააკავეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა