ნინო წილოსანი: ყველაზე სწორი იქნება ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა იქნება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციას ექნება რესურსი, საგამოძიებო კომისიის ფორმატში შეუძლია, ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმურობა დაამტკიცოს.
„ყველაზე უფრო სწორი იქნება, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და თუ აქვთ რესურსი დაამტკიცონ ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმურობა, მათ შეუძლიათ პარლამენტში, საგამოძიებო კომისიის ფორმატში აღნიშნული დაამტკიცონ“, - განაცხადა წილოსანმა.