თეგებით ძიება
16. 04. 2021 სპორტი

უეფას ევროპა ლიგის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია


ამსტერდამში მეტოქის 2:1 დამარცხების შემდეგ, „რომამ“, „აიაქსთან“ საკუთარ მოედანზე შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა და ამ ტურნირის ნახევარფინალში 1992 წლის შემდეგ პირველად გავიდა. იტალიელების მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება, რომელმაც „გრანადას“ საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 4:0 გაიმარჯვა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „იუნაიტედმა“ ევროპა ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდში მესამედ გააღწია, 2017 წელს კი ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ამ ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამავე ეტაპზე ითამაშებს ინგლისის პრემიერ ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი „არსენალი“, რომელმაც საკუთარ მოედანზე არადამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ, „სლავიას“ სტუმრად 4:0 აჯობა.

ლონდონელების მეტოქე „ვილიარეალია“, „ყვითელმა სუბმარინამ“ ზაგრების „დინამო“ სტუმრად 1:0, საკუთარ მოედანზე კი 2:1 დაამარცხა და ამ გუნდის დამრიგებელი უნაი ემერი ევროპა ლიგის მოგებას სამწვრთნელო კარიერაში მეოთხედ შეეცდება.

ნახევარფინალები:

28 აპრილი

ვილიარეალი - არსენალი

მანჩესტერი - რომა

5 მაისი

არსენალი - ვილიარეალი

რომა - მანჩესტერი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა