თეგებით ძიება

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით...

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ადვოკატებთან, სოსო ბარათაშვილთან და კახა კოჟორიძესთან ერთად, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემას.

9 წელია ამ საქმეზე არაფერი არაა, გაჩერებულია, ჩვენ გვცნეს დაზარალებულად და ამის შემდეგ არანაირი აქტივობა არ ყოფილა პროკურატურაში,- აცხადებს რუსთავი2-ის დამფუძნებელი დავით დვალი.

ჯარჯი აქიმიძე ამბობს, რომ ისინი მართლები არიან და ყველაფერს გააკეთებენ სამართლიანობის მისაღწევად.

ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი უფლებამოსილები არიან როგორც დაზარალებული პირები მიიღონ საქმის მასალების ასლები. ამის არგუმენტად კი ადვოკატს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი დაზარალებულის მიერ საქმის მასალის მიღების აკრძალვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა