ხორავას ქუჩის საქმე და სამი წლის შემდეგ დაკავებული ბრალდებული: გიორგი მენაბდეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
დავით სარალიძიე მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს გამოძიება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.
დაკავებულის ადვოკატისთვის უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს - ის ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში მენაბდესთან შეხვედრას ელოდება.
სასულიერო პირის შვილი შსს-მ გუშინ დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ცნობით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.