თეგებით ძიება

პროკურატურა გიორგი მუმლაძის თავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ლარიან გირაოს ითხოვს - საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 14:00 საათზე გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება. პროკურატურა დაკავებული აქტივისტის თავისუფლების სანაცვლოდ 5 000 ლარიან გირაოს ითხოვს.

მუმლაძეს თავდებში ილიაუნში მომუშავე თანამშრომლები უდგებიან. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება პოლიციელის მიმართ ძალადობას ედავება:

"კადრებში ჩანს თუ რა ხდებოდა, როგორ ახრჩობდნენ, როგორ ძალადობდნენ გიორგიზე, იმის გამო, რომ ადამიანი არ დამხრჩვალიყო, ხელები დაკავებული ჰქონდა და ერთადერთი საშუალება რაც იყო უკბინაო რომ ამოესუნთქა ადამიანს, ამის გამო აკავებენ, ეს არის სრული აბსურდი", - განაცხადა მუმლაძის ცოლმა ლელა რობაქიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა