თეგებით ძიება

ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი დაკავებულია

ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული თავმდამსხმელი დაკავებულია.

"თავდამსხმელი დაკავებულია. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ქმედებების შედეგად, თავდამსხმელი დააკავეს. ის იყო მარტო, რომელსაც ჰყავდა მძევლები აყვანილი. ყველა მძევალი გათავისუფლებულია და ისინი უსაფრთხოდ არიან გადაყვანილი პოლიციის მიერ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თავდამსხმელის მოთხოვნებზე და დანარჩენ დეტალებზე, კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ", - განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმღვანელმა ვაჟა სირაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა