თეგებით ძიება
16. 04. 2021 სპორტი

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო

დღეს საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის მეორე ეტაპის მეოთხე ტური დაიწყო.

ზედა ექვსეულის ლიდერმა „ბათუმმა“ სტუმრად „აკადემია“ დაძაბულ ბრძოლაში 20:17 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ლელო ლაშა ხმალაძემ და საბა შუბითიძემ დადეს, ორი ჯარიმა და ორი გარდასახვა კი ზუსტად მამუკა ნინიძემ შეასრულა. მასპინძელთა შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი გიორგი მიქანაძემ და ლევან ლომოურმა აიღეს. სოსო მათიაშვილმა კი, რომელიც შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა.

ხვალ „აია“ „ლოკომოტივს“ მიიღებს, ზეგ კი „იუნკერები“ „ყოჩებს“ შეხვდებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა