თეგებით ძიება

"ბედნიერების ღვეზელი" - გურიის ტრადიციული კერძები

საქართველო მსოფლიოში ცნობილია სტუმართმასპინძლობით. თითოეული კუთხე, რეგიონი თუ სოფელი გამორჩეულია მათთვის დამახასიათებელი კერძებით. ამ სტატიაში კი გვსურს გესაუბროთ გურულ კერძებზე.

გურიაში სტუმრობაზე არასოდეს იყოყმანო, ყოველ ჩამოსვლაზე დააგემოვნებ "ბედნიერების- გურულ ღვეზელს".

გურული სამზარეულო ცნობილი და სახელგანთქმული არ არის, არადა სულ ტყუილად. ჯერ მხოლოდ საცივი, სპეციალური წესით მოხარშულ ნიგვზის სოუსში ჩადებული ინდაური. კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური, მჭადი, სხვადასხვა სახის ლობიო: კირკვალი, ამოლესილი, ნიგვზიანი ან ფხალეულობა: ჭინჭარი, ჭიჭილაყა, ეკალა. ახალი კარტოფილი მწვანე ტყემალით. მოხარშული "ხაპერა" (გოგრა).

ასევე ისიამოვნებთ თუ გექnებათ შესაძლებლობა ფელამუშში ჯანჯუხის ამოვლებით. ჯანჯუხა გურული ჩურჩხელაა, რომელსაც ნიგვზის ნაცვლად თხილის გულსართი აქვს.

ასეთი არომატით რომ გამოირჩევა გურული კერძები ეს კეცის დამსახურებაა. კეცი ტრადიციული გურული სამზარეულოს აუცილებელი ატრიბუტია. გურულები კეცის ძირში ვაზის, კაკლის, წყავის ან შქერის ფოთლებს აფენენ, რაც კერძს განსაკუთრებულ არომატს აძლევს.

შუაცეცხლზე ქვის ან თიხის კეცს შემოადებენ და აცხოვებ ხაჭაპურს, მჭადს, ბრინჯულას-გურული ბლინი ყველით და კვერცხით, რომელიც ერთდროულად ჰგავს ხაჭაპურსაც და ომლეტსაც, თუმცა არც ერთია და არც მეორე, ეს უფრო სქელი ბლინია ყველითა და კვერცხით.

"ბედნიერების ღვეზელი" - გურიის ტრადიციული კერძები


გურია აგრეთვე გამოირჩევა მეღვინეობითაც. ძირითადად, დღევანდელ გურიაში გაბატონებულია დაბლარი ცოლიკოური, მაღლარი ადესა და ჩხავერის ჯიშის ყურძენი.

გურიაში აღმოჩენილია ველური ვაზი მორცხულა, რომელსაც წვრილი, შავი მარცვლები და ღია ფერის თხელი, პატარა ფოთოლი აქვს. გარდა ამისა, გურია განსაკუთრებით კი მისი მთიანი ნაწილი განთქმულია ე.წ. "სანთლის არყით“, რომელსაც თაფლის ფიჭისაგან აკეთებენ. მისგან ხდიან საუკეთესო სურნელის მქონე არაყს. გურიაში განსაკუთრებით ბევრს ხდიან ჭაჭის არაყს. სოფლებში თითქმის ყველა ოჯახში აქვთ საარყე ქვაბები.

გურიაში თითეული კერძი ასოცირდება გარკვეულ დღესასწაულთან. მაგალითად 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს, ყველა ოჯახში მზადება გურული ღვეზელი, რომელსაც მთვარის ფორმა აქვს. აგრეთვე ახალწელს და კალანდას მზადდება საცივი, ჯანჯუხა, ხოლო სუფრის თავში ათავსებენ ღორის თავს.


სტატიის ავტორები:მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა