თეგებით ძიება

რატომ იკეტება საგანმანათლებლო სივრცეები რეგიონებში?

ტექნოლოგიების განვითარებამ და მისმა მოზარდებისთვის ხელმისაწვდომობამ გადაუჭრელი პრობლემები გამოიწვია, განსაკუთრებით მშობლებისთვის, რომელთაც უჭირთ მცირეწლოვანები ტელეფონებსა და კომპიუტერებს მოსწყვიტონ.

პანდემიამ და სოციალურმა იზოლაციამ მაქსიმალურად გაამწვავა კონკრეტული პრობლემა, ერთადერთი გამოსავალი საგანმანათლებლო და გასართობი სივრცეებია, რომელთა მიმართ ინტერესი ახალგაზრებს ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა, ამ მხრივ დიდი პრობლემაა რეგიონებში, განსაკუთრებით მთაში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

მცხეთა-მთიანეთის სოფლებსა და დაბებში დაიკეტა ბიბლიოთეკები და სხვა საგანმანათლებლო სივრცეები, ბევრ სოფელში კი მოსაწესრიგებელი და შელახულია.

ამ პრობლემების ფონზე, ახალგაზრდები საგანმანათლებლო ღონისძიებების და სივრცეების გარეშე დარჩნენ, შედეგად ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა იზრდება.

მთის მკვიდრი მოსახლეობისთვის ინტერნეტი და ხშირად ელექტრო ენერგიაც არ არის ხელმისაწვდომი. წლების განმავლობაში სწორედ ბიბლიოთეკებსა და საგანმანათლებლო სივრცეებში სტუმრობა და ჩართულობა იყო რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ძირითადი გასართობი და ინფორმაციული წყარო. ბიბლიოთეკებში მომუშავე თანამშრომლები წლების განმავლობაში მეტად მნიშვნელოვან საგანამანათლებლო ნაბიჯებს დგამდნენ, მათი ხელმძღვანელობით ტარდებოდა სხვადასხვა კონკურსები და ღონისძიებები, რაც თავის მხრივ ითვალისწინებდა რეგიონელი მოსწავლეების ჩართულობასა და განვითარებას. ღონისძიებები და კონკურსები თავის მხრივ წაახალისებდა ბავშვებს მიეღოთ მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესებში, სწორედ ბიბლიოთეკებისა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეების კარზე გაიზარდა უამრავი ხელოვანი, რომლითაც დღეს საქართველო ამაყობს. დღეს? მდგომარეობა სრულიად შეცვლილია, რეგიონებში ბავშვებს ხელი არ მიუწვდებათ წიგნებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, რაც სწორედ ბიბლიოთეკების დაკეტვამ გამოიწვია, თავის მხრივ ბავშვები მიეჯაჭვნენ ტექნოლოგიებს, რაც გადაუწყვეტი და ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გახდა მშობლებისთვის.

საგანმანათლებლო სივრცეების დაკეტვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. რამ გამოიწვია ბიბლიოთეკების მასობრივი შემცირება? ეკონომიკური პრობლემები თუ სხვა სახის მიზეზები?

პასუხი არ არის. რეგიონებში ბავშვები საგანმანათლებლო სივრცეების გარეშე დარჩნენ, იზრდება ტექნოლოგიებზე მიჯაჭვულობა, მცირდება სოციალური ურთიერთობები და განათლების დონე.

ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა