თეგებით ძიება

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს გიორგი მენაბდეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქმის პროკურორის, მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, გიორგი მენაბდე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს.

ბრალდებული 14 აპრილს დააკავეს. მას გამოძიება წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა