იკვეთება თუ არა ბესო ზანგურის გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის თანდასწრებით - შსს "რუსთავი2"-ის კადრებს სწავლობს
მსახიობ ბესო ზანგურის წინააღმდეგ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს, თუმცა, ამჯერად, საუბარი ოჯახში ძალადობის აქამდე გახმაურებულ ფაქტზე არ არის. ნინუცა მაყაშვილზე ძალადობის შესახებ რეპორტაჟის მომზადებისას "რუსთავი2"-მა სრულიად შემთხვევით გადაიღო კადრი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ბესო ზანგურის მხრიდან დანაშაულის ნიშნებს.
იურისტებთან და ბავშვთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციის შემდეგ, "რუსთავი2"-მა მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. ტელეკომპანიის განმარტებით, ვიდეოს დღეს გარკვეული მიზეზების გამო, არ ასაჯაროებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს, ყოფილი მეუღლე, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.