ხაიშის პოლიციაში პოლიციელს ხელკეტებით სცემეს - დაშავებული საავადმყოფოშია
ხაიშის პოლიციაში პოლიციელს ხელკეტებით სცემეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზიანებები სამართალდამცველს 5-მა პირმა მიაყენა. შსს-ს თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა კონკრეტულად სად, უცნობია.
არხის ცნობით, 5 თავდამსხმელიდან სამი დაკავებულია. მიზეზი კი პოლიციელის შენიშვნა გახდა, რომელიც მან თავდასხმამდე აღნიშნულ პირებს მისცა, რადგან არსებული ინფორმაციით, ისინი კომენდანტის საათის დროს, მთვრალები მანქანით გადაადგილდებოდნენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას ნიშნავს.