თეგებით ძიება
19. 04. 2021 სპორტი

UEFA: სუპერ ლიგის შექმნას არ დავუშვებთ

UEFA-მ და პრემიერ ლიგამ დაგმეს ევროპის 12 საფეხბურთო კლუბის გეგმები ევროპის სუპერ ლიგის შექმნის შესახებ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ლიგის შექმნის შესახებ განცხადებას კლუბები რამდენიმე საათში გააკეთებენ. მათ შორის 6 ინგლისური კლუბია: „არსენალი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“; 3 ესპანური გუნდი: მადრიდის „ატლეტიკო“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“; 3 იტალიური კლუბი: „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“.

„თუ ეს მოხდება, ჩვენ - UEFA, ინგლისის, ესპანეთისა და იტალიის საფეხბურთო ასოციაციები და ამ ქვეყნების ჩემპიონატები - ერთიანები ვიქნებით ჩვენს ძალისხმევაში არ დავუშვათ ეს ცინიკური პროექტი, რომელიც რამდენიმე კლუბის პირად ინტერესებს ეფუძნება, მაშინ როდესაც საზოგადოებას სოლიდარობა სჭირდება. ჩვენთვის ყველა ხელმისაწვდომ ზომას განვიხილავთ, როგორც სასამართლო, ასევე სპორტულ დონეზე , რათა ეს არ მოხდეს“, - ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.

UEFA-ში მადლობა გადაუხადეს კლუბებს, რომლებმაც ახალ პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვეს, „განსაკუთრებით კლუბებს საფრანგეთიდან და გერმანიიდან“.

მათ გაიმეორეს Fifa-ს განცხადება, რომლის თანახმადაც, სუპერ ლიგაში მონაწილე ფეხბურთელებს ყველა სხვა ტურნირში მონაწილეობა აეკრძალებათ, როგორც შინა, ასევე ევროპულ და მსოფლიო დონეზე. შესაძლოა, მათ ეროვნულ ნაკრებებში თამაშიც აუკრძალონ.

პროექტში მონაწილე კლუბებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე კლუბი ახალი საერთაშორისო საკლუბო ტურნირს ჩამოაყალიბებს, რომელშიც 18-მდე გუნდი შეძლებს მონაწილეობას. მატჩები ეროვნული და ევროპული ტურნირების პარალელურად გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა