თეგებით ძიება
19. 04. 2021 სპორტი

დღეს ვარშავაში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება

დღეს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი. პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 57, 65, 70, 79 და 97 კგ კატეგორიის ფალავნები გამოვლენ, რომლებიც წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), შმაგი თოდუა (65 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები 20:00 საათიდან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა