თეგებით ძიება

შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს - დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შეთანხმება ქვეყანას უფრო ძლიერს გახდის, ძლიერი საქართველოს ნახვა კი ევროკავშირის მიზანია:

"შეთანხმება საქართველოს უფრო ძლიერს გახდის და ჩვენ - საფრანგეთსა და ევროკავშირს ძლიერი საქართველოს ნახვა გვსურს. გასული დღეებისა და საათების განმავლობაში პარტიებმა შეთანხმების მიღწევის პროცესის დასრულებისადმი ინტერესი გამოხატეს. სიმამაცის, თავდაჯერებულობის გამოხატვისა და ერთიანობის ძიების დროა" - წერს კოლასი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა